დაბრუნდით უკან

გადაიხადე მეგობრებთან ერთად და ისარგებლეთ გადახდის განაწილების შესაძლებლობით

#
პეისერა ბანკი საქართველო ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე და სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ მომსახურებას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს სწრაფად და მარტივად შეძლოს გადახდილი თანხის განაწილება სასურველ პირებთან.

რატომ უნდა ვისარგებლო Paysera გადახდის განაწილების ფუნქციონალით?

გადახდის განაწილების ფუნქციონალის გამოყენებით შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად გაინაწილოთ გადახდილი თანხა თქვენს მეგობრებთან ან კოლეგებთან, რისთვისაც მხოლოდ მათი ტელეფონის ნომერი ან ელ.ფოსტა გჭირდებათ.

ფუნქციონალი გაყოფს თანხას საურველი თანაფარდობით, თქვენი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ისარგებლეთ Paysera გადახდის განაწილების ფუნქციით და გაიმარტივეთ თანხის განაწილებვის პროცესი.

#

კონკრეტულად რისთვის შეიძლება ამ ფუნქციის გამოყენება?

თუ თქვენ მეგობრებთან ერთად ლანჩზე გადაიხადეთ 100,00 ლარი, რომლის გაყოფაც 5 პირზე გსურთ. იმის ნაცვლად, რომ მეგობრებს გაუგზავნოთ ანგარიშის ნომერი, თანხის მოცულობა, ვალუტა და გადარიცხვისათვის საჭირო სხვა მონაცემები, შეგიძლიათ მარტივად, Paysera Super App-ის საშუალებით, ისარგებლოთ გადახდის განაწილების ფუნქციონალით და შესაბამის 4 მეგობარს გაუგზავნოთ მოთხოვნა თანხის მარტივად გადმოსარიცხად. თანხა განაწილდება 5 პირზე პროპორციულად და არჩეული 4 პირი მიიღებს 20.00 ლარის ჩარიცხვის მოთხოვნას თქვენგან, რომელიც ავტომატურად გამოუჩნდებათ თავიანთ Paysera Super App-ის პროფილზე. გადამოწმების შემდეგ კი მხოლოდ ტრანზაქციის დადასტურება დასჭირდებათ.

როგორ ვისარგებლო გადახდის განაწილების ფუნქციონალით?

გადახდის განაწილების ფუნქციონალის გამოსაყენებლად გამოიყენეთ შემდეგი ინსტრუქცია:

1. გახსენით Paysera Super App.

2. აირჩიეთ შესრულებული გადახდა, რომლის განაწილებაც გსურთ.

3. აირჩიეთ "გადახდის განაწილების" ღილაკი

4. აირჩიეთ კონტაქტები, რომლებთანაც გაყოფთ ანგარიშს და შეეხეთ ღილაკს „მოთხოვნა“.

დიახ, სულ ეს არის…

და ბოლოს…

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფუნქციონალით საგებლობა შესაძლებელია მხოლოდ პეისერა ბანკი საქართველოსა და Paysera ქსელის მომხმარებლებს შორის, თქვენ შეგიძლიათ გადახდის განაწილების მოთხოვნის გაგზავნა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის.

თუ რომელიმე მათგანი არ არის მომხმარებელი, მიღებული შეტყობინებით მიუვა შეთავაზება, რომ

  • დარეგისტრირდეს პეისერა ბანკი საქართველოს და/ან პეისერას ქსელში, გაიაროს სტანდარტული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია,
  • გახსნას ანგარიში და ისარგებლოს მომსახურებით.

აუცილებელია, რომ რეგისტრაციისას გამოიყენოს ის მობილურის ნომერი/ელ.ფოსტის მისამართი, რომელზეც მიიღო მოთხოვნა.

გახსენით Paysera ევროპული ანგარიში, უფასოდ!