ადგილობრივი და საერთაშორისო გადარიცხვები - გადარიცხეთ თანხა მარტივად
საქართველოში პირველად SEPA და SEPA Instant გადარიცხვები Paysera ევროპული ანგარიშის გამოყენებით!
შეასრულეთ სალარე და სავალუტო გადარიცხვები, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ, 20+ ვალუტაში, სწრაფად და იაფად. მართეთ თქვენი ფინანსები დისტანციურად - პეისერა ბანკი საქართველოს მულტისავალუტო ანგარიშის გამოყენებით.
რა ტიპის გადარიცხვები შეგიძლიათ შეასრულოთ დისტანციურად, Paysera ევროპული ანგარიშით?
გადარიცხვები ლარში
პეისერა ბანკი საქართველო გთავაზობთ ლარის გადარიცხვებს უფასოდ, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისთვის. გადასარიცხი თანხის ოდენობა არ არის შეზღუდული.
SEPA გადარიცხვები
პირველად საქართველოში პეისერა ბანკი საქართველო გთავაზობთ SEPA გადარიცხვებს ევროში, ფიქსირებული ტარიფით - 7.00 EUR. გადარიცხვები სრულდება ევროპის ეკონომიკურ არეალში (EEA) არსებულ ბანკებში. მომსახურება არის სწრაფი და კომფორტული, მიმღების ანგარიშზე თანხა აისახება ერთი დღის განმავლობაში. .
გაიგეთ მეტი>
SEPA Instant გადარიცხვები
პეისერა ბანკი საქართველო SEPA გადარიცხვებთან ერთად გთავაზობთ SEPA Instant გადარიცხვებს ევროში, ფიქსირებული ტარიფით - 7.00 EUR. გადარიცხვის ლიმიტი არის 100,000 EUR, ტრანზაქციები სრულდება 24/7-ზე და მიმღების ანგარიშზე თანხა რამდენიმე წუთში ისახება. მიმღები ბაკი უნდა იყოს SEPA Instant სისტემის წევრი, რომელიც იმყოფება ევროპის ეკონომიკურ არეალში.
გაიგეთ მეტი>
გადარიცხვები ევროში ევროპის ეკონომიკური ზონის საზღვრებს გარეთ
Paysera გთავაზობთ ევროს გადარიცხვებს ევროპის ეკონომიკური არეალის საზღვრებს გარეთ TARGET2 სისტემის წევრ ბანკებში ფიქსირებული დაბალი საკომისიო გადასახადით, რომელიც შეადგენს 7 ევროს - 9 999.99 ევროს ჩათვლით, 10 ევროს - 10 000 ევროდან. მიმღების ანგარიშზე თანხა აისახება სამი სამუშაო დღის განმავლობაში.
საერთაშორისო გადარიცხვები ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში
გაიგეთ მეტი >
საბანკო გადარიცხვები დისტანციურად, მობილური აპლიკაციის ან ვებგვერდის საშუალებით
გადარიცხვების შესრულება არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი, როგორც ახლა. Paysera Super App-ით შეგიძლიათ მარტივად გადარიცხოთ GEL და EUR, პირდაპირ თქვენი ტელეფონის გამოყენებით.
გაიარეთ ავტორიზაცია აპლიკაციაში > გადადით გადარიცხვებში > აირჩეით გადარიცხვის ტიპი და შეიყვანეთ მონაცემები.
თუ რიცხავთ თანხას ლარისგან და ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში - გაიარეთ ავტორიზაცია Paysera ონლაინ ბანკში და შეასრულეთ გადარიცხვა ინტერნეტ ბანკის გამოყენებით.
ჯერ კიდევ არ გაქვთ Paysera-ს ანგარიში?
გახსენით ახლავე >
სწაფი და მარტივი გადარიცხვები, ხელსაყრელი ტარიფით
შეასრულეთ Paysera-ს მომხმარებლებს შორის გადარიცვა უფასოდ. თანხა მიმღების ანგარიშზე ისახება მყისიერად.
შეასრულეთ საბანკო გადარიცხვები 20 განსხვავებულ ვალუტაში, ხელსაყრელი ტარიფით.
პეისერა ბანკი საქართველო გთავაზობთ ყველაზე სწრაფ და მარტივ გადარიცხვებს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. Paysera-ს ქსელის მეშვეობით აქციეთ საერთაშორისო გადარიცხვა ადგილობრივად.
ევროში თანხის გადარიცხვის საკომისიო >
ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში თანხის გადარიცხვის საკომისიო>
ვალუტის კონვერტაცია ხელსაყრელი გაცვლითი კურსით
პეისერა ბანკი საქართველო მუდმივად გთავაზობთ 30+ ვალუტაში ხელსაყრელ გაცვლით კურსს. დააკონვერტირეთ თანხა მარტივად Paysera Super App-ის ან ინტერნეტ ბანკის გამოყენებით.
თქვენი უსაზღვრო ევროპული შესაძლებლობები!
ხშირად დასმული კითხვები
პეისერა ბანკი საქართველოს მიერ შემოთავაზებული SEPA გადარიცხვები სრულდება 1 სამუშაო დღის განვალობაში, ხოლო SEPA Instant გადარიცხვები - რამდენიმე წუთში. საერთაშორისო გადარიცხვები შესრულდება 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
გამონაკლის შემთხვევაში საერთაშორისო გადარიცხვის შესრულებას შესაძლოა დასჭირდეს 3 დღეზე მეტი, რაც დამოკიდებულია საკორესპონდენტო ბანკების სამუშაო საათებსა და დღეებზე.
იმისათვის, რომ გადმორიცხოთ თანხა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან ადგილობრივ ბანკში სწრაფად, მარტივად და დამატებითი საკომისიოების გარეშე, გამოიყენეთ Paysera-ს ქსელი, როგორც შუამავალი - აქციეთ საერთაშორისო გადარიცხვები ადგილობრივად. გადმორიცხეთ თანხა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან > თქვენს Paysera ევროპულ ანგარიშზე > და შემდეგ გადაირცხეთ ადგილობრივ ბანკში. საჭიროების შემთხვევაში დააკონვერტირეთ თანხა Paysera ევროპულ ანგარიშზე ხელსაყრელი კურსით.
პირევლი საფეხური - ჩარიცხეთ თანხა თქვენს Paysera ევროპულ ანგარიშზე
გაიარეთ ავტორიზაცია Paysera მობილურ აპლიკაციაში, დააჭირეტ ღილაკს - "შევსება" > "აირჩიეთ შევსების ქვეყანა" > "აირჩიეთ შევსების ვალუტა" და მიიღეთ გენერირებული ინსტრუქცია, თუ როგორ გადმორიცხოთ თანხა თქვენს ანგარიშზე.
მეორე საფეხური - გადარიცხეთ თანხა თქვენი Paysera ევროპული ანგარიშიდან ადგილობრივ ბანკში
მას შემდეგ რაც თანხა აისახება თქვენს Paysera ევროპულ ანგარიშზე, აირჩიეთ "გადარიცხვები" > "ახალი გადარიცხვები" > "საბანკო გადარიცხვა" და შეავსეთ სავალდებულო ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დააკონვერტიროთ თანხა Paysera Super App-ის გამოყენებით: აირჩიეთ "გადარიცხვები" > "ვალუტის გადაცვლა" და შეასრულეთ სასურველ ვალუტაში კონვერტაცია.
- საკუთარ ანგარიშებს შორის.
- Paysera-ს ქსელში გადარიცხვა.
- საბანკო გადარიცხვა
- გადარიცხვა ლარში და ევროში
- გადარიცხვა ლარისა და ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში
გადარიცხვები ლარისა და ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტ ბანკის გამოყენებით.