უკვე 10 წელია Paysera-სთან ვთანამშრომლობთ. ამ ხნის განმავლობაში მის მიერ შემოთავაზებული მომსახურებებისა და დაბალი ტარიფის მეშვეობით 8 ევროპულ ქვეყანაში მოვახერხეთ გაფართოება.

Kęstutis Daukševičius, Įrankiai.lt, UAB-ის დირექტორი
Varlė უკვე 10 წელზე მეტია რაც Paysera-სთან თანამშრომლობს. ჩვენ ვაფასებთ Paysera-ს შემოთავაზებულ ხელსაყრელ ტარიფებს, სტაბილურ და მოქნილ გარემოს. მათი თანამშრომლები მუდან კეთილგანწყობილნი არიან მომხმარებლების მიმართ და მუდამ ცდილობენ მათ დახმარებას.

Marius Butauskas, Varlė-ს აღმასრულებელი დირექტორი.
მადლიერი ვარ იურიდიული პირების გაყიდვების მენეჯერის, Martynas-ის, თავდადებისთვის. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შეგვეძლო ფინანსური სარგებლის მიღება, ისეთი მარტივი ოპერაციიდან, როგორიცაა ვალუტის გადაცვლა. ჩვენ დავიწყეთ თანხის მნიშვნელოვანი რაოდენობის დაზოგვა უბრალოდ არსაიდან. ეს არი ჩვენი პირველი კავშირი Paysera-სთან და დარწმუნებული ვარ, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას.

Ignas Silevičius, t Nookfamily-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერი.
ელექტრონულ კომერციაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორი საგადახდო პარტნიორის არჩევაა. ჩვენთვის მტკივნეული იყო თითოეულ ბანკთან ძვირადღირებული ინტეგრაციები, სანამ Paysera შემოგვთავაზებდა, ერთ სივრცეში, ყველაზე მოსახერხებელ საგადახდო მეთოდებს. ჩვენ ვოპერირებთ ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში და Paysera-სთან 5 წელია რაც ვთანამშრომლობთ, რაც არასდროს გვინანია. აღნიშნული საგადახდო სისტემა გვთავაზობს ხელსაყრელ ვალუტის გაცვლის კურსს, სწრაფ საერთაშორისო გადარიცხვებს რაც ხელს უწყობს უცხოურ კომპანიებთან კომუნიკაციას. Paysera უზრუნველყოფს მარტივ ინტეგრაციას ელექტრონულ მაღაზიებთან და მუდმივ წინსვლას. ისინი ასევე სწრაფად უმკლავდება დაბრკოლებებს.
Mindaugas Domarkas,   „Diavolesa.lt“ and Batuskveras-ის აღმასრულებელი დირექტორი
მოხარულნი ვართ Paysera-სთან თანამშრომლობით, რომელიც სხვა ბანკებთან შედარებით სტანდარტული გადარიცხვებისთვის დაბალ ტარიფებსა და ვალუტის გაცვლის ხელსაყრელ კურსს გვთავაზობს. მათი თანამშრომლები მუდამ მზად არიან აღმოგვიჩინონ დახმარება, მოგვაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია სასურველ მომსახურებასთან დაკავშირებით და საჭირო დოკუმენტაცია 3 საათის განმავლობაში. Paysera-ს ანგარიში ჩვენი ძირითადი ბიზნეს ანგარიშია. მადლობა პროფესიონალიზმისთვის.

Darijus Gudaitis, t UAB Autoverus-ის აღმასრულებელი დირექტორი 
ჩვენ შეგვიძლია დავზოგოთ თანხა გადასახადების გადახდის დროსაც კი. გმადლობთ, რომ ხართ პროფესიონალები, სასიამოვნოა სანდო ბიზნეს პარტნიორის ყოლა.

Diana Zasimauskienė, Grantus Projects, UAB-ის აღმასრულებელი დირექტორი  
ჩვენს სფეროში წინასწარი გადახდების შესრულების შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ვცდილობთ მივცეთ მაქსიმალური კომფორტი ჩვენს მომხმარებლებს ყოველ ნაბიჯზე, სწრაფი და უსაფრთხო ონლაინ გადახდები ამის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიზნად ვისახავთ უზრუნველვყოთ გეგმის შესრულების შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე ღილაკზე დაჭერით, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ Paysera სრულად ერგება ჩვენს ხედვას.

Paulius Šuksteris, Table-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერი  

ჩვენ ვუკვეთავთ კომპიუტერებსა და წვდომის მაკონტროლებელ აღჭურვილობებს მრავალი ქვეყნიდან. ვინაიდან საერთაშორისო გადარიცხვები ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთმომსახურების მირების სისწრაფეს, უსაფრთხოებასა და ტარიფს. Paysera-ს საშუალებით ყოველთვის შეგვიძლია ვალუტის კონვერტაცია საუკეთესო ხელმისაწვდომი კურსით. ჩვენ ვენდობით ამ გადახდის სისტემას, რადგან Paysera LT, UAB არის ელექტრონული ფულის ინსტიტუტი, რომელიც ლიცენზირებულია ლიეტუვას ბანკის მიერ, რომლის მიხედვითაც Paysera გთავაზობთ ყველაზე დაბალ ფასებს ლიეტუვაში საერთაშორისო გადარიცხვებისთვის.

Lukas Radvilavičius, nSoft, UAB-ის დირექტორი

მას შემდეგ რაც დავიწყეთ Paysera-ს საერთაშორისო გადარიცხვების მომსახურებით სარგებლობა, ყოველთვიურად ვზოგავთ 700 ევროს გადარიცხვებსა და თანხის მართვაზე. როგორც კომპანიის ხელმძღვანელს, ჩემს Paysera-ს აპლიკაციაში მაქვს შესაძლებლობა ნებისმიერ დროს შევამოწმო ნებისმიერი ჩვენი ოფისის ფულადი ნაკადი ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში. ამ გზით მივაღწიეთ უფრო მაღალ გამჭვირვალობას, რაც უკეთესი გადაწყვეტილებების საშუალებას გვაძლევს. გმადლობთ თქვენი პროფესიონალური მომსახურებისთვის, თქვენს გვერდით ყოველთვის ვგრძნობთ თავს მნიშვნელოვნად!

Mindaugas Kazlauskas, Synergium, UAB-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ Paysera-სთან. გადახდის სისტემა და მისი მოსახერხებელი ფუნქციები აღგვაფრთოვანებს როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს მომხმარებლებს, რომლებსაც შეუძლიათ გადაიხადონ ლიეტუვას აეროპორტების მიერ მოწოდებული სხვადასხვა მომსახურებისთვის სწრაფად და მარტივად.


Justinas Stepšys, VĮ Vilniaus oro uostas-ის კომერციული დეველოპერის არასაავიაციო მომსახურების უფროსი

Paysera სისტემა ჩაუნაცვლებელია უცხოელ მომხმარებლებთან მუშაობისას- თანხის გადარიცხვის სისწრაფე და ტარიფები სრულად ამართლებს ჩვენს მოლოდინებს. ვურჩევ ყველას ისარგებლოს ამ სისტემით არა მხოლოდ ლიეტუვაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც

Tomas Šileikis, MB Admix-ის დირექტორი

Paysera დაგვეხმარა შეგვებიჯებინა თანამედროვე სამყაროში. ფულის მოსახერხებელი და ავტომატური მართვისა და რეგისტრაციის წყალობით, შეგვიძლია ვფოკუსირდეთ პირდაპირი აქტივობის გაუმჯობესებაზე. არსებული ცვლილებები მომხმარებლებმაც იგრძნეს, ჩვენ აღარ ვიღებთ საჩივრებს რეგისტრაციის დადასტურებასთან დაკავშირებით, რადგან ყველაფერი მომენტალურად სრულდება.

Vytenis Benetis, Vilnius Challenge association-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ჩვენ ვმუშაობთ B2B სექტორში და ვასრულებდით ფინანსურ ოპერაციებს ბანკების მეშვეობით. Paysera-ს მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებების გამოყენების დაწყების შემდეგ, შევამჩნიეთ გარკვეული პროგრესი, ისეთივე, როგორიც ვიგრძენით ბანკებში ფიზიკური ოპერაციებიდან ელექტრონულ ბანკზე გადასვლის შემდეგ. შესანიშნავია ასეთი მომსახურებით სარგებლობა. ვიმედოვნებ, ისინი გახდებიან დომინანტები ბაზარს და ყველანი შევძლებთ მეტი დრო დავუთმოთ ჩვენს პირდაპირ საქმიანობას..

Rolandas Valaitis, Emovents, UAB-ის აღმასრულებელი დირექტორი

როდესაც ვირჩევდით Paysera-ს შემოთავაზებულ მომსახურებებს, უკვე ვიცოდით თუ რა უპირატესობებისა და კომფორტული მომსახურების მოლოდინი უნდა გვქონოდა. ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ სისტემას ლიეტუვას უმსხვილესი ახალგაზრდული საკალათბურთო ტურნირის „Sprite“-ის ტალანტების ბრძოლის მონაწილეთა და კალათბურთის უნარების განვითარების საერთაშორისო ბანაკების მონაწილეთა დასარეგისტრირებლად. ლიეტუვას კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური მაღაზია ასევე იყენებს Paysera-ს გადახდების დამუშავების მომსახურებას. ჩვენ კიდევ უფრო დავრწმუნდით სისტემის მოხერხებულობასა და მოქნილობაში, როდესაც ვსარგებლობდით "Paysera Tickets" სისტემით, ბილეთების გასაყიდად 2015 წლამდე კაუნასში გამართული 16-წლამდელთა კალათბურთის ევროპის ჩემპიონატისთვის. იგი დაგვეხმარა თავიდან აგვეცილებინა სხვა ძირითადი ბილეთების სისტემების მიერ ბილეთზე ფასის გაზრდა და მაშინვე დაგვენახა ჩვენი შემოსავალი .

Rytis Sabas, ლიეტუვას კალათბურთის ფედერაციის საჯარო ურთიერთობებისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელი

უკვე მრავალი წელია ვთანამშრომლობთ Paysera-სთან და არცერთხელ შეგვპარვია ეჭვი მათი მომსახურების ხარისხში. გადარიცხვების მოსახერხებელი სისტემა გვაძლევს მცირე დროში თანხის ანგარიშზე მიღების, გაყიდვების მარტივად კონტროლისა და თანხის დაბრუნების შესაძლებლობას ყოველგვარი გართულებების გარეშე. რეკომენდაციას ვუწევთ Paysera-ს, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის, კვალიფიციურ და სანდო პარტნიორს მრავალ პროექტში.

Darius Mikulis, აღმასრულებელი დირექტორი PI Tarptautinis maratonas, Danske Bank Vilnius მარათონის ორგანიზატორი

2015 წლის დასაწყისში ლიეტუვას მარკეტინგის ასოციაციამ აამოქმედა საინფორმაციო სისტემა, LiMA-ს ღონისძიებებზე რეგისტრაციისთვის. Paysera-სთან ინტეგრაცია ძალიან მომგებიანი გამოდგა- მომხმარებლები, რომლებიც თავად იხდიან შესვლის საფასურს (არა კომპანიები), ჩვეულებრივ იყენებენ Paysera-ს. მათთვის სისტემა ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა, რადგან იგი გადახდების მოხერხებულად შესრულების შესაძლებლობას იძლევა, ღილაკზე თითის რამდენჯერმე დაჭერით. LiMA-ს ადმინისტრაციისთვის გაწეული დახმარება უზარმაზარია - შემომავალი თანხები ავტომატურად ირიცხებოდა, რაც ნაკლებ ხელით სამუშაოს ნიშნავს.
Paysera-ს წყალობით ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ უკეთესი მომსახურება ჩვენს მომხმარებლებს - გადახდები სრულდება დაუყოვნებლივ. მასთან ინტეგრაცია ლიეტუვას მარკეტინგის ასოციაციას დაეხმარა აემაღლებინა საკუთარი მომსახურების ხარისხი.


Gintautas Kučas, Lithuanian Marketing Association LIMA-ის აღმასრულებელი დირექტორი

Paypal -დან Paysera-ზე გადასვლა ჩვენი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. გისურვებთ წარმატებებს. რთული დროის დადგომისას მზად ვარ ვიყო მოხალისე თქვენს კომპანიაში. გმადლობთ!

Evgene Glebov, APM Agentuur LT-ის უფროსი

"MAMŲ MUGĖ" ბალტიისპირეთის ქვეყნებში ბავშვთა და ორსულთა ტანსაცმლის ყველაზე დიდი სეზონური ოთხდღიანი სავაჭრო და საქველმოქმედო გამოფენაა, რომელმაც თავისი საქმიანობა 2012 წელს დაიწყო და წელიწადში 2-3-ჯერ იმართება. 2013 წელს დავიწყეთ თანამშრომლობა Paysera-სთან, რომელიც გახდა ჩვენი გამოფენის განუყოფელი ნაწილი.
ბაზრობის თითოეულ მონაწილეს აქვს Paysera ანგარიში, რომელსაც იყენებს შესვლის საფასურის გადასახდელად და ბაზრობის შემდეგ გაყიდული საქონლის თანხის მისაღებად. პირველი სამი საათის განმავლობაში, ყველა მონაწილეს შეუძლია ბაზრობაზე შესვლა ბილეთებით, რომლებიც ასევე ეფექტურად და საიმედოდ არის გენერირებული Paysera-ს მიერ.
უდიდესი დახმარება, რომელიც "Mamų mugė" ბაზრობამ მიიღო Paysera-სგან არის გენერირებული ფაილი, რომელიც ყველა მონაწილესთან ერთდროულად თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას იძლევა. მადლიერნი ვართ Paysera-ს მოსახერხებელი საგადახდო დამუშავებისა და ანგარიშსწორებისთვის. ყველაფერი მუშაობს შეუფერხებლად, სწრაფად და საიმედოდ. Paysera-ს თითოეულმა მომსახურებამ შესძინა დიდი მნიშვნელობა "Mamų mugė"-ს გამოფენას.

Jurga Barbora Jauniškienė, Mamų mugė-ს დირექტორი

ჩვენ ვაფასებთ Paysera-ს, როგორც სანდო და სტაბილურ საგადახდო პარტნიორს. აღფრთოვანებული ვართ Paysera-ს ზუსტი და დროული მუშაობით, რაც გვაძლევს საშუალებას ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ გადახდები შესრულდება ხარისხიანად და საიმედოდ. სასიამოვნოა თქვენთან თანამშრომლობა.

Daria Bystrykh, Xsolla-ის იურიდიულ პირთა მენეჯერი

ელექტრონული მაღაზიების განვითარებადი პლატფორმა-verskis. 2008 წლიდან მოყოლებული დარწმუნებულები ვართ, რომ Paysera LT-ისგან მიღებული სარგებელი ელექტრონული მაღაზიებისთვის უზარმაზარია-იგი იძლევა დროის დაზოგვის შესაძლებლობას და აძლევს მომხმარებელს საშუალებას მიიღოს თანხა ნებისმიერი ბანკიდან ლიეტუვაში, საკრედიტო ბარათებისა და გადახდის მიღების სხვა წყაროებიდან. 11 წლიანი თანამშრომლობის მანძილზე 700 ჩვენი მომხმარებელი, ასევე გახდა "Paysera LT"-ის მომხმარებელი და მათგან ამ დროის განმავლობაში არც ერთი უარყოფითი კომენტარი არ მიგვიღია! სწორედ ამიტომ ვმუშაობთ "Paysera LT"-თან და სიამოვნებით ვუწევთ რეკომენდაციას სხვებსაც.

Vitalijus Dubietis, Evispa, UAB-ის დირექტორი
Paysera გთავაზობთ ყველაზე ხელსაყრელ ვალუტის გაცვლით კურსს ბაზარზე და მყისიერ გადარიცხვებს, რის გამოც ჩვენ ვირჩევთ Paysera. ამდენად, Paysera სისტემის საშუალებით საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელებით პროვაიდერებთან, ვზოგავთ ჩვენს დროსა და ფინანსებს. ამავდროულად, ჩვენი მომხმარებლები კმაყოფილები არიან შესყიდვების გადახდის კიდევ ერთი სწრაფი და მოსახერხებელი მეთოდით.

Dainius Liulys, Pigu-ის აღმასრულებელი დირექტორი. UAB
ჩვენ უკვე 4 წელია რაც Paysera-ს ვიყენებთ. იგი დაგვეხმარა შეგვეცვალა ბაზრის წესები, რამეთუ ჩვენ მარტივად შეგვიძლია ლიეტუვაში გადახდების შეგროვება- API-ის დახმარებით ყველაფერი 100%-ით ავტომატურია. ვიღებთ გადახდებს 100 ქვეყნიდან, რომლებიც სარგებლობენ Paysera-ს სხვადასხვა პარტნიორის მომსახურებას და გადახდის განსხვავებულ მეთოდებს. ლიეტუვას სჭირდება სულ მცირე 1 ბანკი, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტზე და მასთან ერთად იზრდება. სასიამოვნოა იცოდეთ, რომ ის ნამდვილად აქ არის. მეგობრული საგადახდო ინსტიტუტები, სადაც შეგიძლია მყისიერად მოაგვარო კომპანიასთან დაკავშირებული საკითხები, ოფისიდან გაუსვლელად.

Filip Borcov, B1-ის დირექტორი.
Paysera-ს მიერ გაწეული საგადახდო მომსახურებები, რომელებიც გვაქვს ინტეგრირებული ჩვენს ელექტრონულ მაღაზიაში Bigbox. Bigbox.ee, იძლევა გარანტიას საიმედოობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ეფექტურობის შესახებ. მომსახურების შესანიშნავი ხარისხი და მომხმარებელთა მომსახურების მაღალი დონე. Paysera-ს გადახდის სისტემის გუნდი მუდმივად ავითარებს ახალ გადაწყვეტილებებს და სთავაზობს მომხმარებელს გადახდის მრავალფეროვან მეთოდებს, რომლებიც რეალურად სურთ მათ. ეს გვაძლევს მოქნილობას და შესაძლებლობას Paysera მოდულის დახმარებით, შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი გაყიდვები

Edgaras Pilius "JSC “Electronic Trade“-ის კომერციული დირექტორი bigbox.lt